გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 8:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 8:1

ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.

კორინთელთა მიმართ ბ 8:1 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-23 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 8:1

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ქება-დიდებით გამხნევებულებს, კორინთელებს მოციქული კვლავ შეაგონებს. ამ ქებით არბილებს მათდამი თავის მხილებას, რათა პირდაპირ მხილებიდან შეგონებაზე გადასვლამ მათი დარიგებები მიუღებელი არ გახადოს. პირიქით, ქებით არბილებს მათ სმენას და შეგონების გზას იკვლევს. მას სურს მოწყალებაზე ესაუბროს მათ და ამიტომაც წინასწარ ამბობს: ‘მიხარია, რომ ყველაფერში შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს’, რითაც აღძრავს მათ გულებში გულმოდგინებას მოწყალებისადმი, იმ სათნოებებით, რომლებიც მათ უკვე გამოავლინეს. თუმცა, უეცრად არ ამბობს: ‘მაშ, გაეცით მოწყალება’, არამედ შეამჩნიეთ, რა კეთილგონიერებით შორიდან და სიმაღლიდან მიჰყავს სიტყვა.”

    მთელი განმარტება

    ქება-დიდებით გამხნევებულებს, კორინთელებს მოციქული კვლავ შეაგონებს. ამ ქებით არბილებს მათდამი თავის მხილებას, რათა პირდაპირ მხილებიდან შეგონებაზე გადასვლამ მათი დარიგებები მიუღებელი არ გახადოს. პირიქით, ქებით არბილებს მათ სმენას და შეგონების გზას იკვლევს. მას სურს მოწყალებაზე ესაუბროს მათ და ამიტომაც წინასწარ ამბობს: “მიხარია, რომ ყველაფერში შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს”, რითაც აღძრავს მათ გულებში გულმოდგინებას მოწყალებისადმი, იმ სათნოებებით, რომლებიც მათ უკვე გამოავლინეს. თუმცა, უეცრად არ ამბობს: “მაშ, გაეცით მოწყალება”, არამედ შეამჩნიეთ, რა კეთილგონიერებით შორიდან და სიმაღლიდან მიჰყავს სიტყვა.

    “გაცნობებთ თქვენ, ძმანო, ამბობს იგი, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს”. მოწყალების საქმეებს მადლს უწოდებს, რათა ისინი არ ამაღლდნენ და მაკედონელთა საქმეების შესახებ აუწყებს მათ, რითაც კორინთელებში შურს აღძრავს. ორმაგ, ან უკეთ რომ ვთქვათ, სამმაგ ქებას მიაწერს მაკედონელებს, იმის გამო, რომ მოთმინებით იტანენ განსაცდელს, იმის გამო. Იციან მოწყალების ქმნა და იმის გამო, რომ გულუხვობა გამოიჩინეს მოწყალებაში, თვითონ კი ღარიბები არიან. მართლაც, მათი ქონება გაძარცვეს, როგორც ამაზე თავად პავლე მიუთითებს. Მათ მიმართ ეპისტოლეში წერდა: “რამეთუ თქუენ შეიქმნენით მსგავს ეკლესიათა ღმრთისათა, რომელ არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ თქუენცა ეგევე ევნეთ თქუენთა ნათესავთაგან, ვითარცა მათ ჰურიათაგან” (1 თეს. 2:14).

    მისმინე, რას წერდა იგი შემდგომ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: “და ტაცებაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ” (ებრ. 10:34). მადლად კი მოწყალებას არა მხოლოდ იმისთვის უწოდებს, რომ ისინი თავმდაბლობაში შეინარჩუნოს, არამედ იმისთვისაც, რომ მოწყალებისკენ აღძრას და თავისი სიტყვა საძულველი არ გახადოს. ამისთვის უწოდა მათ ძმები, რათა ყოველგვარი შური აღკვეთოს, რადგან მას სურს (მაკედონელები) მეტისმეტად შეაქოს. ყური დაუგდე ქებას. დაწერა რა: “გაცნობებთ თქვენ ღვთის მადლს”, არ ამბობს, “მიცემულს ამა თუ იმ ქალაქში”, არამედ აქებს მთელ ხალხს და ამბობს: “მაკედონიის ეკლესიებში”. შემდეგ აღწერს თვით მადლსაც.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 8:1 კონტექსტში

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 8:1

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 8

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში