
რომაელთა მიმართ 15:26: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
რომაელთა მიმართ 15:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 5 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 15:26
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘რამეთუ სათნო-იჩინეს მაკედონელთა და აქაიელთა’, ე. ი. კეთილ საქმედ აღიარეს და ინებეს ‘ზიარებისა რაიმესაყოფად’. კვლავ არ თქვა მოწყალება, არამედ, ‘ზიარება’. არც ის უთქვამს უბრალოდ, გლახაკთათვის, არამედ, ‘გლახაკთა წმიდათათვის’, ორგვარად რომ აღძრას შემწეობისკენ, როგორც სიგლახაკით, ისე სათნოებით. ნუთუ შემთხვევითია სიტყვა ‘რაიმესი’? არა, არამედ იმისთვის, რომ რომის მკვიდრთ ეს სიტყვა საკუთარი თავის მიმართ საყვედურად არ მიეღოთ.”
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე მესამე მსოფლიო კრება5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 15:26 კონტექსტში
15:24ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
15:25ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
15:26ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
15:27ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.
15:28ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 15:26
- კორინთელთა მიმართ ბ 8:1ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:9რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
- მოციქულთა საქმენი 11:27იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი.
- მოციქულთა საქმენი 11:30ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:2რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:12რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
- მათეს სახარება 26:11ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
- ლუკას სახარება 14:13არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 15
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



