
კორინთელთა მიმართ ბ 9:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.
კორინთელთა მიმართ ბ 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-13 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 9:1
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამდენი ვილაპარაკე ამ მსახურებაზე და ახლა ვამბობ: ‘მეტის მოწერა აღარაა საჭირო თქვენთვის’. მისი სიბრძნე მხოლოდ იმაში როდი ვლინდება, რომ უკვე ბევრი თქვა და მაინც ამბობს: ‘მეტის მოწერა აღარაა საჭირო თქვენთვის’, არამედ იმაშიც, რომ კვლავ იმავეზე საუბრობს.”
მთელი განმარტება
ამდენი ვილაპარაკე ამ მსახურებაზე და ახლა ვამბობ: “მეტის მოწერა აღარაა საჭირო თქვენთვის”. მისი სიბრძნე მხოლოდ იმაში როდი ვლინდება, რომ უკვე ბევრი თქვა და მაინც ამბობს: “მეტის მოწერა აღარაა საჭირო თქვენთვის”, არამედ იმაშიც, რომ კვლავ იმავეზე საუბრობს.
მანამდე ნათქვამი ეხებოდა იმათ, ვინც შეგროვებულ თანხას იღებდა, რათა უფრო მეტი პატივისცემით ყოფილიყვნენ გარემოცულნი. მანამდე კი მაკედონელებზე საუბრობდა, რომელთა “სიღატაკე სიუხვით მოედინებოდა მათი გულმოწყალებიდან”. ეს ყველაფერი კაცთმოყვარეობასა და მოწყალებას ეხებოდა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ბევრი თქვა, კვლავ იმავე საკითხზე აპირებს მსჯელობას და ამბობს: “მეტის მოწერა აღარაა საჭირო თქვენთვის”.
რატომ იქცევა ასე? იმისთვის, რომ უფრო მეტად მიიზიდოს ისინი. ადამიანს, რომელზეც ასეთი დიდება ვრცელდება, რომ მისთვის რჩევები ზედმეტია, რცხვენია, რომ კარგ წარმოდგენაზე დაბლა აღმოჩნდეს და დაკარგოს იგი.
ასე იქცევა იგი უმეტესწილად მხილების დროსაც, იყენებს სიტყვის მანერას, რომელსაც დუმილი ეწოდება , რადგან მას დიდი ძალა აქვს. მაგალითად, მოსამართლე, როდესაც ხედავს ბრალმდებლის სულგრძელობას, უკვე აღარ ეჭვობს მას და მსჯელობს: “თუ ეს ადამიანი არ ამბობს ბევრ ისეთ რამეს. Რისი თქმაც შეეძლო, განა მოიგონებს იმას, რაც არ ყოფილა?” და ამით (ბრალმდებელი) აიძულებს მოსამართლეს, ივარაუდოს საქმეში იმაზე მეტი, ვიდრე თვითონ თქვა. Თავისთვის პატიოსანი ადამიანის სახელს იხვეჭს. ასე იქცევა (მოციქული) მაშინაც, როდესაც რჩევებს იძლევა, ან ვინმეს აქებს.
ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 9:1 კონტექსტში
9:1რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.
9:2რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.
9:3ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 9:1
- გალატელთა მიმართ 6:10მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:15რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:9ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:10და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი;
- გალატელთა მიმართ 2:10მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:1ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:12რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 9
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში