
გალატელთა მიმართ 2:10: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
გალატელთა მიმართ 2:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 2:10
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რას ნიშნავს ეს სიტყვები? პავლე მოციქული ამბობს: ‘ჩვენ განვიმწილეთ სამყარო საქადაგებლად: მე წარმართებთან მივედი, ხოლო მათ, იუდეველებთან, როგორც ეს ღმერთს სურდა. იუდეველთა შორის გაჭირვებულებზე ზრუნვაში მეც ვეხმარებოდი მათ.’”
მთელი განმარტება
რას ნიშნავს ეს სიტყვები? პავლე მოციქული ამბობს: “ჩვენ განვიმწილეთ სამყარო საქადაგებლად: მე წარმართებთან მივედი, ხოლო მათ, იუდეველებთან, როგორც ეს ღმერთს სურდა. იუდეველთა შორის გაჭირვებულებზე ზრუნვაში მეც ვეხმარებოდი მათ.”
ნუთუ უთანხმოება და დავა იქნებოდა ჩვენ შორის, რომ ჩემი დახმარება მიეღოთ?
ვინ არიან ეს გაჭირვებულები? პალესტინაში მრავალი იუდეველი ირწმუნა ქრისტე, დაკარგა მთელი ქონება და ყველგან დევნილი იყო. ამაზე მიანიშნებს პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, როდესაც ამბობს: “და ნატაცებისა დამჭირველებთა თქუენთა სიხარულით მიიღეთ” (ებრ. 10:34). ამაზევე მიუთითებს თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში. Მათ სიმამაცეს აქებს: “თქუენცა მსგავს ექმნენით ეკლესიათა ღმრთისათა, რომელ არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ თქუენცა ეგე იგივე ევნეთ თჳსთა თანანათესავთაგან, ვითარცა მათ იუდაელთაგან” (1 თეს. 2:14).
ირწმუნეს წარმართთაგან და დევნიდნენ წარმართები, მაგრამ იუდეველთაგან მოქცეულებს უფრო სასტიკად დევნიდნენ თანამემამულე იუდეველები. იუდეველები ხომ ყველა ხალხზე უფრო სასტიკები არიან.
სწორედ ამიტომ ზრუნავდნენ მოციქულები ასე ძალიან იუდეველთაგან მოქცეულებზე, მთელი გულმოდგინებით ეხმარებოდნენ მათ. თავად პავლე მოციქულიც წერს მათ შესახებ რომაელთა და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეებში. ის არა მხოლოდ ფულს აგროვებდა მათთვის, არამედ თავად მიჰქონდა (1 კორ. 16) და ამბობდა: “ხოლო აწ წარვალ იერუსალემდ მსახურებად წმიდათა” (რომ. 15:25), რადგან მათ ყველაზე საჭირო საკვებიც კი არ ჰქონდათ.
აი, რაზე მიუთითებს აქ პავლე: მას დაევალა, დახმარებოდა მათ ამ გაჭირვებაში და მან მიიღო ეს დავალება და არ გადაუხვევია მისგან. ამგვარად, აჩვენა რა თავისი თანხმობა და ერთსულოვნება მოციქულებთან, ახლა საჭიროდ თვლის, ახსენოს თავისი საუბარი პეტრესთან, რომელიც ანტიოქიაში შედგა და ამბობს:
ეფრემ ასური4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 2:10 კონტექსტში
2:8(რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის)
2:9და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.
2:10მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
2:11მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
2:12ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 2:10
- მოციქულთა საქმენი 24:17მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი.
- ებრაელთა მიმართ 13:16ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:17ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
- კორინთელთა მიმართ ბ 8:1ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:9რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
- მოციქულთა საქმენი 11:29მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის.
- მოციქულთა საქმენი 11:30ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.
- რომაელთა მიმართ 15:25ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 2
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


