
მეფეთა ბ 10:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.
მეფეთა ბ 10:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 10:1 კონტექსტში
10:1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.
10:2თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.
10:3უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 10:1
- მეფეთა ა 11:1წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
- მეფეთა ა 11:3უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ.
- ნეშტთა შორისა ა 19:1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე ნახაშ ყამონის ძე და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად.
- ნეშტთა შორისა ა 19:19როცა ჰადარყეზერის მორჩილთა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონიანთა დახმარება.
- მსაჯულნი 11:12კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე?
- მსაჯულნი 11:28მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს.
- მსაჯულნი 10:7აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.
- მსაჯულნი 10:9ბოლოს გადმოლახეს ყამონელებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში