
მეფეთა ა 11:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ.
მეფეთა ა 11:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 11:3 კონტექსტში
11:1წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
11:2უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელ ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.
11:3უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ.
11:4მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
11:5აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში