
მეფეთა ბ 10:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
მეფეთა ბ 10:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 10:9 კონტექსტში
10:7შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.
10:8გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.
10:9როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
10:10დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ.
10:11თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 10:9
- მსაჯულნი 20:42გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.
- მსაჯულნი 20:43შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.
- იესო ნავეს ძე 8:21დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს და კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს.
- იესო ნავეს ძე 8:22ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში