
მეფეთა ბ 10:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.
მეფეთა ბ 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 10:7 კონტექსტში
10:5როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.
10:6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.
10:7შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.
10:8გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.
10:9როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 10:7
- ნეშტთა შორისა ა 19:8შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
- ნეშტთა შორისა ა 19:19როცა ჰადარყეზერის მორჩილთა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონიანთა დახმარება.
- მეფეთა ბ 23:8აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
- მეფეთა ბ 23:39ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში