გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 11:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 11:21

ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი.

მეფეთა ბ 11:21 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 11:21 კონტექსტში

11:19ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,

11:20და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?

11:21ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი.

11:22წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა.

11:23უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ:

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 11:21

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 11

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში