
მეფეთა ბ 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
მეფეთა ბ 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:19 კონტექსტში
13:17დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.
13:18ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.
13:19ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
13:20უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:19
- იერემია 2:37მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.
- იესო ნავეს ძე 7:6შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
- მეფეთა ბ 1:11მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
- მეფეთა ბ 1:2უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.
- მეფეთა ა 4:12გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე.
- იობი 42:6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
- იობი 2:12შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.
- ესთერი 4:1შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში