
იობი 42:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
იობი 42:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 42:6 კონტექსტში
42:4მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.
42:5ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
42:6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
42:7მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
42:8ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.
პარალელური ადგილები: იობი 42:6
- ეზრა 9:6ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენ მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.
- იაკობის ეპისტოლე 4:7მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:13მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:16მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
- იობი 40:3მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
- იობი 40:4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
- იობი 30:19ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;
განაგრძე კითხვა: იობი 42
სრულად წაიკითხე: იობი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში