
მეფეთა ბ 13:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
მეფეთა ბ 13:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:23 კონტექსტში
13:21გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და დიდად შეწუხდა.
13:22ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
13:23გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
13:24მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: ცხვრის მპარსავები ჰყავს შენს მორჩილს. ეწვიოს მეფე თავის მორჩილებთან ერთად შენს მორჩილს.
13:25უთხრა მეფემ აბესალომს: არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ. არ ეშვებოდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:23
- შესაქმე 38:12კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.
- შესაქმე 38:13ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.
- მეფეთა ა 25:4გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.
- მეფეთა ა 25:36მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.
- ნეშტთა შორისა ბ 26:10ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
- მეფეთა ა 25:7ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.
- მეფეთა ა 25:2სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში