
მეფეთა ბ 13:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
მეფეთა ბ 13:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:22 კონტექსტში
13:20უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
13:21გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და დიდად შეწუხდა.
13:22ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
13:23გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
13:24მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: ცხვრის მპარსავები ჰყავს შენს მორჩილს. ეწვიოს მეფე თავის მორჩილებთან ერთად შენს მორჩილს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:22
- ლევიანი 19:17მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
- ლევიანი 19:18ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!
- შესაქმე 31:24გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.
- შესაქმე 24:50მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:15ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
- იგავესნი 26:24მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.
- იგავესნი 25:9დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;
- იოანეს ეპისტოლე ა 2:9ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში