
მეფეთა ბ 13:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
მეფეთა ბ 13:35 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:35 კონტექსტში
13:33ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწული მოკვდაო, რადგან მხოლოდ ამნონია მკედარი.
13:34ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
13:35უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
13:36როცა დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, აუწიეს ხმას და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მორჩილებიც.
13:37გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში