
მეფეთა ბ 13:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
მეფეთა ბ 13:34 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:34 კონტექსტში
13:32დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
13:33ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწული მოკვდაო, რადგან მხოლოდ ამნონია მკედარი.
13:34ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
13:35უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
13:36როცა დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, აუწიეს ხმას და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მორჩილებიც.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:34
- მეფეთა ბ 13:37გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
- მეფეთა ბ 13:38გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.
- შესაქმე 4:8უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
- შესაქმე 4:14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
- ამოსი 5:19როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს.
- იგავესნი 28:17კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში იქნება, რათა არ შეიპყრონ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში