
მეფეთა ბ 13:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
მეფეთა ბ 13:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:7 კონტექსტში
13:5უთხრა იონადაბმა: ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს-თქო; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო.
13:6ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.
13:7გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
13:8წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.
13:9აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში