გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 13:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 13:9

აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.

მეფეთა ბ 13:9 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 13:9 კონტექსტში

13:7გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.

13:8წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.

13:9აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.

13:10მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი ნამცხვრები, უკანა ოთახში გაუტანა ამნონს.

13:11და მიაწოდა, რომ ეჭამა. ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:9

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში