
მეფეთა ბ 14:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.
მეფეთა ბ 14:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 14:22 კონტექსტში
14:20ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.
14:21უთხრა მეფემ იოაბს: რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ის ყმაწვილი, აბესალომი.
14:22პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.
14:23ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში.
14:24თქვა მეფემ: დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ნუ იხილავს ჩემს სახეს. დაბრუნდა აბესალომი თავის სხლში და ვერ იხილა მეფის სახე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 14:22
- იობი 29:11ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
- მეფეთა ა 20:3დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.
- იობი 31:20და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
- ნეემია 11:2ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.
- შესაქმე 6:8მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
- მეფეთა ბ 19:39გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
- რუთი 2:2უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.
- გამოსვლა 33:16როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში