
მეფეთა ბ 15:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?
მეფეთა ბ 15:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 15:3 კონტექსტში
15:1ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
15:2ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.
15:3ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?
15:4ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.
15:5თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 15:3
- გამოსვლა 20:12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- იგავესნი 30:11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
- მათეს სახარება 15:4ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:17პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
- მეფეთა ბ 8:15მეფობდა დავითი მთელ ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელ თავის ხალხს.
- ეზექიელი 22:7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენ შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
- დანიელი 11:21მის ნაცვლად საძულველი დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში