
იგავესნი 30:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
იგავესნი 30:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:11 კონტექსტში
30:9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
30:10მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
30:11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
30:12არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.
30:13არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:11
- იგავესნი 20:20დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- იგავესნი 30:12არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.
- იგავესნი 30:14არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
- გამოსვლა 21:17ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
- მეორე სთვლისაება 27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- ლევიანი 20:9ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
- მეორე სთვლისაება 21:20უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში