
მეფეთა ბ 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
მეფეთა ბ 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 15:8 კონტექსტში
15:6ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.
15:7ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.
15:8რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
15:9უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს.
15:10გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 15:8
- შესაქმე 28:20აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,
- შესაქმე 28:21მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
- მეფეთა ბ 13:37გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
- მეფეთა ბ 13:38გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.
- იერემია 9:3მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.
- იერემია 9:5ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.
- მეფეთა ა 1:11აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
- ფსალმუნები 56:12ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში