
მეფეთა ბ 15:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!
მეფეთა ბ 15:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 15:10 კონტექსტში
15:8რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
15:9უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს.
15:10გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!
15:11ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.
15:12გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 15:10
- ნეშტთა შორისა ა 11:3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
- მეფეთა ბ 2:11დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე.
- ნეშტთა შორისა ა 12:38ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელ ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.
- მეფეთა ბ 13:28ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
- იობი 20:5ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
- იობი 20:29ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.
- ნეშტთა შორისა ა 12:23აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
- მეფეთა ბ 19:10ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში