
მეფეთა ბ 16:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
მეფეთა ბ 16:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 16:19 კონტექსტში
16:17უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?
16:18მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
16:19ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
16:20უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.
16:21უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 16:19
- მეფეთა ბ 15:34მაგრამ თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მორჩილი ვარ, მეფეო. წინათ თუ მამაშენის მორჩილი ვიყავი, ამიერიდან შენი მორჩილი ვიქნები-თქო, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს.
- ფსალმუნები 55:21ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
- გალატელთა მიმართ 2:13მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
- მეფეთა ა 29:8მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად.
- მეფეთა ა 28:2მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში