
მეფეთა ბ 16:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
მეფეთა ბ 16:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 16:18 კონტექსტში
16:16როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
16:17უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?
16:18მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
16:19ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
16:20უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 16:18
- მეფეთა ა 16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
- მეფეთა ბ 5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
- მეფეთა ბ 5:3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში