
მეფეთა ბ 17:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.
მეფეთა ბ 17:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:13 კონტექსტში
17:11ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
17:12მივადგებით მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
17:13თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.
17:14თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.
17:15უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:13
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში