გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 17:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 17:15

უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.

მეფეთა ბ 17:15 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 17:15 კონტექსტში

17:13თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.

17:14თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.

17:15უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.

17:16ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.

17:17როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:15

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში