
მეფეთა ბ 18:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
მეფეთა ბ 18:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 18:23 კონტექსტში
18:21უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
18:22კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.
18:23რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
18:24დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
18:25იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 18:23
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში