
მეფეთა ბ 18:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
მეფეთა ბ 18:24 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 18:24 კონტექსტში
18:22კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.
18:23რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
18:24დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
18:25იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი.
18:26დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: აჰა, კაცი მორბის მარტო. თქვა მეფემ: ესეც მახარობელია.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 18:24
- მეფეთა ბ 19:8ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელ ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
- მეფეთა ბ 18:4უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
- მეფეთა ბ 13:34ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
- მეფეთა ა 4:13მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი.
- ესაია 21:11დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?
- ესაია 21:12ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!
- ეზექიელი 33:2ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ: თუ რომელიმე ქვეყანას მოვუვლენ მახვილს და ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავისი წიაღიდან ერთ კაცს და თავის მფარველად დაადგენს მას,
- ეზექიელი 33:7აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში