
მეფეთა ბ 19:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო.
მეფეთა ბ 19:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:1 კონტექსტში
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:1
- მეფეთა ბ 18:5ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს.
- მეფეთა ბ 18:14უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
- მეფეთა ბ 18:33შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენ მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!
- იგავესნი 17:25ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
- მეფეთა ბ 18:20უთხრა იოაბმა: ვერ იქნები დღეს მახარობელი: სხვა დღეს ახარე, დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.
- მეფეთა ბ 18:12უთხრა იმ კაცმა იოაბს: ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავდი უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში