
მეფეთა ბ 19:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.
მეფეთა ბ 19:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:2 კონტექსტში
19:1შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო.
19:2გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.
19:3ჩუმად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი.
19:4დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:2
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში