
მეფეთა ბ 19:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
მეფეთა ბ 19:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:23 კონტექსტში
19:21მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?
19:22თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
19:23უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
19:24ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
19:25როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:23
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში