
მეფეთა ბ 19:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?
მეფეთა ბ 19:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:25 კონტექსტში
19:23უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
19:24ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
19:25როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?
19:26მიუგო: მეფევ ბატონო! ჩემმა მორჩილმა მომატყუა. ეუბნებოდა შენი მორჩილი, სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი; რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
19:27ცილი დამწამა შენს მორჩილს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:25
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში