
მეფეთა ბ 19:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.
მეფეთა ბ 19:33 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:33 კონტექსტში
19:31ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა.
19:32ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.
19:33უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.
19:34უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
19:35ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:33
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:7ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით,
- ლუკას სახარება 22:28თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემ გვერდით მყოფნი.
- ლუკას სახარება 22:30რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
- მათეს სახარება 25:34მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.
- მათეს სახარება 25:40მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.
- მეფეთა ბ 9:11უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებს შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე როგორც ერთი უფლისწულთაგანი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში