
მეფეთა ბ 19:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
მეფეთა ბ 19:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:6 კონტექსტში
19:4დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!
19:5მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მორჩილნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები.
19:6შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
19:7ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.
19:8ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელ ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:6
- მოციქულთა საქმენი 23:5უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
- მეფეთა ბ 3:24მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
- მეფეთა ბ 3:25ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.
- იგავესნი 19:9ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
- იგავესნი 19:10ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.
- იობი 34:18ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში