
იობი 34:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!
იობი 34:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:18 კონტექსტში
34:16თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:
34:17იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს?
34:18ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!
34:19ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
34:20წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით;
პარალელური ადგილები: იობი 34:18
- გამოსვლა 22:28ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.
- იგავესნი 17:26არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის.
- მოციქულთა საქმენი 23:5უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
- რომაელთა მიმართ 13:7ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
- იუდას ეპისტოლე 1:8იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.
- მოციქულთა საქმენი 23:3მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:10უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:17პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში