
მეფეთა ბ 2:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.
მეფეთა ბ 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 2:12 კონტექსტში
2:10ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე; ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს.
2:11დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე.
2:12გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.
2:13ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მორჩილნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ, ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი - მეორე ნაპირზე.
2:14უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენ წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 2:12
- იესო ნავეს ძე 9:3გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
- იესო ნავეს ძე 10:2მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
- იესო ნავეს ძე 10:4შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს.
- იესო ნავეს ძე 18:25გაბაონი, რამა და ბეეროთი;
- მეფეთა ბ 17:14თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.
- იესო ნავეს ძე 10:12მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
- შესაქმე 32:2თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში