
იესო ნავეს ძე 9:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
იესო ნავეს ძე 9:3 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:3 კონტექსტში
9:1ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ - ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა,
9:2ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს.
9:3გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
9:4და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
9:5ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:3
- იესო ნავეს ძე 10:2მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
- იესო ნავეს ძე 9:17დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.
- მეფეთა ბ 21:1სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.
- მეფეთა ბ 21:2დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
- იესო ნავეს ძე 6:1ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკეტილი იყო ისრაელიანთათვის, ვერვინ გამოდიოდა იქიდან და ვერვინ შედიოდა იქ.
- იესო ნავეს ძე 6:27უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
- იესო ნავეს ძე 8:1უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
- იესო ნავეს ძე 8:35არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში