გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 2:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 2:5

გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი.

მეფეთა ბ 2:5 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 2:5 კონტექსტში

2:3თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.

2:4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.

2:5გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი.

2:6უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ.

2:7ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 2:5

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 2

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში