
რუთი 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში. სიკეთით გადაგიხადოთ! უფალმა. თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე.
რუთი 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 1:8 კონტექსტში
1:6ადგა და დაბრუნდა თავისი რძლებითურთ მოაბის ველიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველზე, რომ მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური.
1:7გავიდა თავის ორ რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და იუდას ქვეყნისაკენ დაადგა გზას.
1:8უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში. სიკეთით გადაგიხადოთ! უფალმა. თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე.
1:9უფალმა გაპოვნინოს ორთავეს მყუდრო ცხოვრება თქვენ-თქვენი ქმრების ხლში. და გადაკოცნა ისინი. მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს.
პარალელური ადგილები: რუთი 1:8
- რუთი 1:5დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
- რუთი 2:20უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
- კოლასელთა მიმართ 3:18ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:16წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:18ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
- კოლასელთა მიმართ 3:24იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.
- ეფესელთა მიმართ 6:2„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -
- ეფესელთა მიმართ 6:3რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.
განაგრძე კითხვა: რუთი 1
სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში