
მეფეთა ბ 22:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
მეფეთა ბ 22:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:19 კონტექსტში
22:17ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
22:18მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს.
22:19ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
22:20ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.
22:21მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:19
- ფსალმუნები 71:20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
- ფსალმუნები 71:21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
- მეფეთა ა 19:11მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.
- მეფეთა ა 19:17უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?
- ფსალმუნები 23:4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
- ფსალმუნები 118:10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- ფსალმუნები 118:13დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
- მეფეთა ა 23:26ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში