
ფსალმუნი 118:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
ფსალმუნი 118:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 118:10 კონტექსტში
118:8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
118:9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
118:10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
118:11გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
118:12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 118:10
- ფსალმუნები 88:17გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
- გამოცხადება 20:8და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცდუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
- გამოცხადება 20:9მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
- მეფეთა ბ 8:1ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.
- მეფეთა ბ 8:18ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
- ფსალმუნები 18:40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
- მეფეთა ბ 10:1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.
- მეფეთა ბ 10:19როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 118
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 118 · გახსენი ბიბლიის მკითხველში