
მეფეთა ბ 22:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!
მეფეთა ბ 22:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:2 კონტექსტში
22:1წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
22:2თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!
22:3ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:2
- ფსალმუნები 18:2და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
- ფსალმუნები 18:50ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 31:3რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
- ფსალმუნები 71:3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
- ფსალმუნები 144:2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- ფსალმუნები 91:2ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
- მეფეთა ა 2:2არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში