
ფსალმუნი 18:50 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 18:50 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:50 კონტექსტში
18:48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
18:49ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემ წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
18:50ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:50
- ფსალმუნები 144:10რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.
- მეფეთა ბ 7:13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
- ლუკას სახარება 1:31აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
- ლუკას სახარება 1:33საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.
- ესაია 9:6რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
- ესაია 9:7ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- ფსალმუნები 132:10შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
- ფსალმუნები 89:3დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში