
მეფეთა ბ 22:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
მეფეთა ბ 22:29 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:29 კონტექსტში
22:27უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი.
22:28დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
22:29რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
22:30რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
22:31წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:29
- ფსალმუნები 27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- იოანე 8:12ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
- გამოცხადება 21:23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
- იობი 29:3როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
- იოანე 12:46მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.
- ფსალმუნები 112:4ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
- მიქა 7:9დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
- ესაია 60:19დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში