
მეფეთა ბ 22:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
მეფეთა ბ 22:31 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:31 კონტექსტში
22:29რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
22:30რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
22:31წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
22:32რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა?
22:33ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:31
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- იგავესნი 30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
- ფსალმუნები 18:30შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
- მათეს სახარება 5:48მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
- მეფეთა ბ 22:3ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
- ფსალმუნები 119:140ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
- ფსალმუნები 12:6ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
- ფსალმუნები 35:2მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში