
მეფეთა ბ 22:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
მეფეთა ბ 22:46 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:46 კონტექსტში
22:44შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
22:45უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,
22:46უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
22:47ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
22:48ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:46
- მიქა 7:17მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.
- ესაია 2:19შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- ესაია 64:6ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.
- იაკობის ეპისტოლე 1:11რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
- ესაია 2:21რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- ამოსი 9:3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში