
მეფეთა ბ 22:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
მეფეთა ბ 22:47 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:47 კონტექსტში
22:45უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,
22:46უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
22:47ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
22:48ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
22:49მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:47
- ფსალმუნები 89:26ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
- მეფეთა ბ 22:3ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
- იობი 19:25მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!
- მეორე სთვლისაება 32:39ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
- მეორე სთვლისაება 32:40რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
- ლუკას სახარება 1:47გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში