
მეფეთა ბ 3:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს.
მეფეთა ბ 3:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 3:19 კონტექსტში
3:17დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
3:18ახლა აღასრულეთ ეს, რადგან უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.
3:19ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს.
3:20მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.
3:21უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 3:19
- ნეშტთა შორისა ა 12:29საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.
- მეფეთა ა 10:20სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
- მეფეთა ა 10:21მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს.
- ფსალმუნები 68:27იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში