
მეფეთა ბ 3:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
მეფეთა ბ 3:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 3:21 კონტექსტში
3:19ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს.
3:20მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.
3:21უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
3:22ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.
3:23მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 3:21
- მეფეთა ბ 3:12გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.
- მეფეთა ბ 3:10მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
- ფსალმუნები 20:4მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
- ფილიპელთა მიმართ 2:21ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
- მეფეთა ბ 2:9და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში