
მეფეთა ბ 3:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,
მეფეთა ბ 3:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 3:9 კონტექსტში
3:7ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?
3:8ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?
3:9ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,
3:10მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 3:9
- მეფეთა ა 15:28უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.
- ნეშტთა შორისა ა 12:23აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
- მეფეთა ა 28:17რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
- რუთი 1:17სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
- მეფეთა ა 14:44თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!
- ფსალმუნები 89:35ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
- ფსალმუნები 89:37მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
- ფსალმუნები 89:3დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში